ნაპოლი, ფაბიო კანავარო
Aa
Aa

კანავარო: “ნაპოლის ჩემპიონობა უნიკალური მაგიის შედეგი იყო“

დღეს, „ნაპოლი“ სერია ა-ს ჩემპიონის რანგში იწყებს. მოახლოებულ სეზონთან დაკავშირებით, ფაბიო კანავარომ ისაუბრა.

კანავარო:

„“ნაპოლის“ ჩემპიონობა უნიკალური მაგიის შედეგი იყო. მაისში მოპოვებული ტიტული ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული ტიტული იყო. დე ლაურენტისმა თავის თავში იპოვა ძალა და საჩემპიონო გუნდი ააშენა. ასევე მან ისიც მოახერხა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დროს ვარსკვლავები არ გაყიდა. ვიქტორ ოსიმენი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და მისი შენარჩუნება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი იყო.

ერთადერთი რაზეც გული მწყდება კიმ მინ-ჯეს წასვლაა. სამხრეთ კორეელმა სკუდეტოს მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა და მისი შეცვლა რთული იქნება. მე არ ვიცნობ ნათანს და განსჯის უფლება არ მაქვს. ყველაფერს დრო აჩვენებს. მიუხედავად ამისა, მე იგივე ვთქვა კულიბალის წასვლის დროს, მაგრამ კიმმა მისი დანაკლისი არავის აგრძნობინა.“

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია ა-ს პირველ ტურში „ფროზინონეს“ დაუპირისპირდება. კუნთების გადაღლის გამო მონაწილეობას ხვიჩა კვარაცხელია ვერ მიიღებს. მატჩი კი 19 აგვისტოს, თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები