ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი კვერნაძე, ფროზინონე
Aa
Aa

იტალიური მედია: ნაპოლი VS ფროზინონეს სავარაუდო შემადგენლობები

როგორც მოგეხსენებათ, დღეს „ნაპოლი“ სერია ა-ს ახალი სეზონის პირველ მატჩს „ფროზინონეს“ წინააღმდეგ გამართავს. ქართველი გულშემატკივრები ქართველების დაპირისპირებას ელოდებოდნენ.

სამწუხაროდ, როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას კუნთების გადაღლილობა აღენიშნება და აღნიშნულ დაპირისპირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

იტალიური გამოცემა CalcioNapoli სავარაუდო შემადგენლობებს აქვეყნებს და კვარაცხელიას სავარაუდო შემცვლელსაც ასახელებს. საინტერესოა ისიც, რომ აღნიშნულ გამოცემას ძირითად შემადგენლობაში არც გიორგი კვერნაძე ჰყავს მოხსენიებული.

CalcioNapoli ვარაუდობს, რომ რუდი გარსია 3-მცველიან სისტემით ითამაშებს, კვარას კი რასპადორი ჩაანაცვლებს.

რა თქმა უნდა, ჯერჯერობით უცნობია ითამაშებს თუ არა კვერნაძე ძირითად შემადგენლობაში. მატჩი კი თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები