აჩიკო ბოლქვაძე
Aa
Aa

ეფექტური გდებები - ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

იორდანიაში მიმდინარე 20 წლამდე მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე აჩიკო ბოლქვაძე ფინალში გავიდა.

87 კილოგრამი წონითი კატეგორიის ნახევარფინალში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ტურპალ ალი მაგამადოვი 10:2 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ირანელ აბოლფაზლს ალი ჩუბანს დაუპირისპირდება.

ნახევარფინალამდე ქართველმა ფალავანმა ეგვიპტელ კარიმ ადელ ელდესუკის, ხორვატ ტომისლავ ბრკანსა და ყირგიზ ასან ჟანისშოვს აჯობა.

აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ ეგვიპტელთან ეფექტური გამარჯვება.

დღესვე ნახევარფინალი თორნიკე მიქელაძემ იჭიდავა. სამწუხაროდ, ქართველი სპორტსმენი ირანელთან დამარცხდა და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ფინალური ბლოკი ხვალ განახლდება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
UFC-ის ყველაზე პერსპექტიული მებრძოლები | ილიას მოწინავე პოზიციები უკავია
UFC-ის ყველაზე პერსპექტიული მებრძოლები | ილიას მოწინავე პოზიციები უკავია