ნეიმარი, ალ ჰილალი
Aa
Aa

ოფიციალურად - ნეიმარი ალ ჰილალის ფეხბურთელია

ახალი არავისთვის არის, რომ ნეიმარი კარიერის გაგრძელებას საუდის არაბეთში აპირებდა. დღეს კი „ალ ჰილალმა“ ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ცნობისთვის, 30 წლის შემტევმა არაბულ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. პსჟ-ს ყოფილი ვარსკვლავი წელიწადში 150 მილიონ ევროს მიიღებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, თუ ნეიმარი „ალ ჰილალში“ 2025 წლამდე დარჩება, ის დამატებით 100 მილიონ ევროს მიიღებს. ამას რეკლამებიდან შემოსული თანხის პროცენტიც დაემატება.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი „პარი სენ ჟერმენში“ 2017 წელს დღემდე რეკორდული 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. 2017 წლიდან დღემდე, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პარიზული გუნდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 173-ჯერ მოირგო, 118 გოლი გაიტანა და 77 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები