როგორი იქნება კატალონიის ნაკრების შემადგენლობა დამოუკიდებლობის შემთხვევაში?
მოგეხსენებათ, რომ ბოლო დღეებში ესპანეთში სერიოზული არეულობაა. კატალონიელები რეფერენდუმის გამართვას აპირებენ და დამოუკიდებლობა სურთ.
ბარსელონას ქუჩებში ყოველდღიურად იმართება აქციები. კონტრაქციები მიმდინარეობს მადრიდში.
რეფერენდუმი დღეს უნდა ჩატარდეს. თუმცა, ესპანეთის მთავრობა ამას არაკანონიერად მიიჩნევს და ბუნებრივია, რომ მათი თანხმობის გარეშე არც არაფერი შეიცვლება.
შეგახსენებთ, რომ კატალონიის ნაკრებმა 2009 წლის 22 დეკემბერს არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გამართა და 4-2 დაამარცხა. მათი მწვრთნელი კი ლეგენდარული იოჰან კრუიფი იყო.
საინტერესოა, თუ როგორი იქნებოდა კატალონიელთა შემადგენლობა დამოუკიდებლობის შემთხვევაში...


