უცნობი ისტორია: "მივდივართ "ბარსაში", თუ არა?"
"ბარსას" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა პაულინიო ბეზერამ, El Periodico-სთან საუბრისას საინტერესო ფაქტი გაიხსენა, რომელიც მასსა და მესის შორის, არგენტინა-ბრაზილიის მატჩის დროს მოხდა.
"არგენტინასთან ამხანაგური მატჩის დროს საჯარიმო დარტყმის შესრულებისთვის ვემზადებოდი. ამ დროს, ჩემს უკან მდგარი მესი დავინახე, რომელიც მომიახლოვდა და მკითხა: "მივდივართ "ბარსაში", თუ არა?" მეც ვუპასუხე: "თუ ჩემი წაყვანა გსურთ, შეგიძლიათ წამიყვანოთ. მე წამოვალ."
"ამ მომენტის შემდეგ, ძალიან ავნერვიულდი და სტანდარტის შესრულება ვილიანს ვთხოვე. მატჩის შემდეგ კი მაისური მესის გავუცვალე."
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" პაულინიო ჩინური "გუანჩჟოუ ევერგრანდისგან" 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. იმისთვის, რომ ტრანსფერი შემდგარიყო, ბრაზილიელმა ფებხურთელმა 7.5 მილიონი თავისი ანგარიშიდან გადაიხადა. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, თუ რა ძალიან სურდა მას კატალონიელთა მაისურის ტარება.