U17 მსოფლიო ჩემპიონატი | სანდრო ყურაშვილის ოქროს მედალი სტამბოლიდან!
თურქეთის ქალაქ სტამბოლში 17-წლამდე მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილმა ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.
ახალგაზრდა ფალავანმა ტურნირის ფინალში მასპინძელი ეიუპ ჩეთინი აბსოლუტური უპირატესობით, 10:0 დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. საგულისხმოა, რომ სანდრო ყურაშვილმა მიმდინარე წელს ამავე ასაკში ევროპის ჩემპიონატის მოგებაც შეძლო.
ამ დროისთვის, საქართველოს ანგარიშზე 2 მედალია. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბრინჯაოს მედლის მოპოვება გენო პეტრიაშვილის ძმამ, კონსტანტინე პეტრიაშვილმა შეძლო.