ოთარ ფარულავა: ამდენი წელია ფეხბურთს ვთამაშობ და ასეთი ემოციები ჯერ არ მქონია
გორის „დილამ“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლტავის „ვორსკლას“ ორი მატჩის ჯამში 4:3 მოუგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
გორში გამართულ მატჩში ანგარიში ოთარ ფარულავამ გახსნა, რომელმაც შეხვედრის შემდეგ Crystalsport-თან ისაუბრა:
„ამდენი წელია ფეხბურთს ვთამაშობ და ასეთი ემოციები ჯერ არ მქონია. გასახდელში საგიჟეთი იყო.
პირველი მატჩის შემდეგ, ჩვენი შეცდომები გავაანალიზეთ, გამოვიტანეთ დასკვნები და ფაქტიც სახეზეა - გამარჯვების მოპოვება მოვახერხეთ.
მესამე ეტაპზე ძალიან რთული თამაშები გველის. იმედია შემდეგ მატჩზეც შევძლებთ გასვლას და ქომაგების გახარებას“.
შეგახსენებთ, რომ „დილას“ მეტოქე მესამე ეტაპზე კვიპროსული „აპოელი“ იქნება, რომლის ღირსებას გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი იცავს.
„დილასა“ და „აპოელის“ მატჩები 10 (თბილისში დინამო არენა) და 17 (კვიპროსში) აგვისტოს გაიმართება.