გორის დილა, გიორგი ქვილითაია, ლაშა დვალი
Aa
Aa

კონფერენს ლიგა: გორის დილას მომდევნო მეტოქე ცნობილია

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილას“ მეტოქე გაირკვა და ის კვიპროსის „აპოელი“ იქნება.

გიორგი ქვილითაიასა და ლაშა დვალის გუნდმა სერბული „ვოივოდინა“ ორი მატჩის ჯამში 4:2 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

კვიპროსში პირველი გამარჯვებისას ორივე გოლი ქართველების ანგარიშზე იყო. თავი ქვილითაიამაც და დვალმაც გამოიჩინეს.

რაც შეეხება მეორე მატჩს, ქართველებმა მოედანი ამჯერად უგოლოდ დატოვეს, თუმცა სასტარტოში იმყოფებოდნენ და 90 წუთი ითამაშეს.

შეგახსენებთ, რომ გორის „დილამ“ უკრაინული „ვორსკლა“ ორი მატჩის ჯამში 4:3 დაამარცხა და მესამე ეტაპზე გააღწია.

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები მომდევნო კვირაში გაიმართება. 10 აგვისტოს „დილა" „აპოელს" უმასპინძლებს, 17 აგვისტოს კი კვიპროსში ესტუმრება.

„დილა" დიდი ალბათობით, თავის საშინაო შეხვედრას თბილისში გამართავს. სავარაუდოდ ეს „დინამო არენაზე" მოხდება. მესამე ეტაპის მატჩებისთვის „თენგიზ ბურჯანაძის" არენა უეფას სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საზონოვი: „გაგნიძე ცივსისხლიანია, დიდი მომავალი აქვს“
საზონოვი: „გაგნიძე ცივსისხლიანია, დიდი მომავალი აქვს“