ქუთაისის ტორპედო
Aa
Aa

კონფერენს ლიგა: ტორპედომ აქტობეს მოუგო, მაგრამ ტურნირს გამოეთიშა

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ქუთაისის „ტორპედომ“ ყაზახეთში „აქტობეს“ 2:1 მოუგო და ორი მატჩის ჯამში 3:5 დამარცხდა.

პირველი მატჩი ქუთაისში სტუმრების გამარჯვებით 4:1 დასრულდა.

მეორე შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით წარიმართა და პირველი ტაიმი შამოროდოვის გოლით მოიგეს კიდეც.

მეორე ტაიმში სტივ კინის გუნდი უფრო გააზრებულად და გამართულად ათამაშა. 58-ე და 66-ე წუთებზე არაბიძისა და ბუღრიძის გოლებით „ტორპედომ“ დაწინაურება შეძლო.

75-ე და 78-ე წუთებზე სანდოხაძემ 2 ყვითელი მიიღო და მოედანი დატოვა. „ტორპედოს“ შანსები ამ მომენტში ნაადრევად მოკვდა.

ამის შემდეგ მოედანზე არაფერი შეცვლილა და შედეგიც უცვლელი დარჩა - „აქტობე“ მომდევნო ეტაპზე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საზონოვი: „გაგნიძე ცივსისხლიანია, დიდი მომავალი აქვს“
საზონოვი: „გაგნიძე ცივსისხლიანია, დიდი მომავალი აქვს“