თორნიკე შენგელია, ცრვენა ზვეზდა
Aa
Aa

შენგელია ცრვენა ზვეზდაში? - ივანოვიჩს ამის დიდი სურვილი აქვს

სერბული „ცრვენა ზვეზდას“ მთავარ მწვრთნელს, დუშკო ივანოვიჩს თორნიკე შენგელიასთან მუშაობის დიდი სურვილი აქვს. ინფორმაციას ბერძენი ჟურნალისტი ხრისტოს ჰარპიდისი ავრცელებს.

მაიკ ტობის, მილოშ ტეოდოსიჩის, ჯოელ ბოლომბოისა და ადამ ჰანგას გადაბირების შემდეგ ბელგრადულმა კლუბმა როკას გედრაიტისთან და ნაპერ შაბაზთან შეთანხმებას მიაღწია, თუმცა დუშკო ივანოვიჩს შენგელიას დამატებაც სურს და ამის ძალიან დიდი სურვილი აქვს.

მიმდინარე კვირის დასაწყისში სერბული Sportske იუწყებოდა, რომ შენგელია „ცრვენა ზვეზდასთან“ კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს იყო. თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, სერბულ კლუბს კომპენსაციის გადახდა მოუწევს, რადგან შენგელიას „ვირტუს ბოლონიასთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 31 წლის კალათბურთელი 2022 წლის გაზაფხულიდან იტალიურ კლუბში თამაშობს. რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ინტერვენციის შემდეგ შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან კონტრაქტი გაწყვიტა და კარიერა იტალიურ კლუბს დაუკავშირა.

შენგელიას ასევე უთამაშია „ვალენსიაში“, „შარლერუაში“, „პეპინსტერში“, „ბრუკინ ნეტსში“, „სპრინგფილდ არმორში“, „ჩიკაგო ბულსსა“ და „ბასკონიაში“.

მსგავსი სიახლეები