ბერნარდუ სილვა
Aa
Aa

სილვა ბარსას ელოდება - სხვა წინადადებებზე უარს ამბობს

ბერნარდუ სილვამ შესაძლოა კარიერა „ბარსელონაში“ გააგრძელოს.

Mundo Deportivo-ს ცნობით, სილვამ „მანჩესტერ სიტის“ განუცხადა, რომ ყველა კლუბის წინადადებები დროებით შეაჩეროს, რადგან თავად „ბარსელონას“ უცდის.

პორტუგალიელს კარიერის ჩავის გუნდში გაგრძელება სურს საამისოდ ყველაფერს აკეთებს, რისი გაკეთებაც შეუძლია.

წყაროს ცნობით, „ბარსას“ პორტუგალიელის შეძენის მცირე შანსები აქვს, რადგან ფინანსურად ეს ოპერაცია მათთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს, თუმცა კატალონიელები ბერნარდუს 1-წლიანი იჯარის წესით აყვანას უმიზნებენ, რასაც 2024 წლის ზაფხულში გამოსყიდვის უფლებაც მოჰყვება.

კლუბი დიდხანს მოცდას არ აპირებს და შეთავაზებას უახლოეს დღეებში გააკეთებს. „მანჩესტერ სიტის“ სილვას ბედის დროულად გადაწყვეტა სურს, რადგან წასვლის შემთხვევაში მისი შემცვლელის შეძენა მალევე შეძლონ.

რამდენად შედის „ქალაქელთა“ გეგმებში სილვას იჯარით გაშვება, ეს ჯერჯერობით უცნობია. ყველაფერი მალე გაირკვევა.

პორტუგალიელმა პრემიერ ლიგაში გასულ სეზონში 34 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილი ინტერის სათადარიგო გეგმაა | Footmercato ინტერის სამიზნეებზე
მამარდაშვილი ინტერის სათადარიგო გეგმაა | Footmercato ინტერის სამიზნეებზე