ილია თოფურია, მაიკლ ბისპინგი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

UFC-ის ლეგენდა: „თოფურიამ სატიტულო ბრძოლა დაიმსახურა“

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, მაიკლ ბისპინგმა ალექსანდრ ვოლკანოვსკიზე ისაუბრა. ბისპინგმა განაცხადა, რომ „ვოლკი“ მსუბუქ წონით დივიზიონში ჯერ არ უნდა ავიდეს და ისლამ მახაჩევთან მას შემდეგ იჩხუბოს, რაც ილია თოფურიას დაამარცხებს.

„ვოლკანოვსკის დივიზიონი აქვს დასაცავი და იგივე მდგომარეობაშია ისლამ მახაჩევიც. მსუბუქ წონით დივიზიონში ტიტულის ბევრი პრეტენდენტია, ქვემსუბუქ წონაში კი, ილია თოფურიას სახით, ქამრის ნომერი პირველი პრეტენდენტი გვყავს. ალექსმა მომდევნო ბრძოლა სწორედ მის წინააღმდეგ უნდა გამართოს.

სიამოვნებით ვიხილავ ვოლკანოვსკის მსუბუქ წონით დივიზიონში, მაგრამ ჯერ მინდა, თოფურია დაამარცხოს და შემდეგ ავიდეს. ვოლკანოვსკისა და გეიჯის, პორიეს, ოლივეირას ან ისლამის ჩხუბი ნამდვილი ბლოკბასტერი იქნება, თუმცა ჯერ თოფურიას უნდა მისცეს ის, რაც მან დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ იაირ როდრიგესი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ქამარი კიდევ ერთხელ დაიცვა. ილია თოფურიამ კი ჯოშ ემეტს ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერესი თურქეთიდან | საზონოვს ახალი მსურველი ჰყავს
ინტერესი თურქეთიდან | საზონოვს ახალი მსურველი ჰყავს