საქართველოს ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
Aa
Aa

საქართველოს ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები, ახალი მთავარი მწვრთნელის, ირის ანტმანის ხელმძღვანელობით სადებიუტო მატჩებს გამართავს. 13 და 16 ივლისს, ჩვენი გუნდი სომხეთის ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. თამაშები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ამხანაგური შეხვედრები ქალთა ერთა ლიგის პირველი გათამაშებისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია. ახალ ტურნირზე საქართველოს ნაკრები ასპარეზობას მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყებს.

სომხეთთან მატჩებისთვის მზადება ჩვენმა გუნდმა 6 ივლისიდან, თბილისში დაიწყო. მოახლოებული შეხვედრებისთვის, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა ეროვნულ გუნდში 24 ფეხბურთელი გამოიძახა. 

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: სვეტლანა გაბელაია (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), თეონა სუხაშვილი (სანედი, იონიშკისი, ლიეტუვა).

დაცვა: თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, ეტლინგენი, გერმანია) ანა ჯოჯუა (კვარტალი, თბილისი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), ნინო გუჯაბიძე (ლანჩხუთი), გვანცა ქადაგიშვილი (დინამო, სოხუმი). 

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი), მარიამ ცისკარიშვილი (კვარტალი, თბილისი), ანა წულაია (ლანჩხუთი), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), თეონა ბაქრაძე (ლანჩხუთი), ელენე ჩიქოვანი (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ანა ჩემინავა (ჟალგირისი, ლიეტუვა), მაიკო ბებია (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ნინო ბუხრიკიძე (სამეგრელო, ჩხოროწყუ), მარიამ ჯანიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), ხატია ჭყონია (ბათუმი), ნათელა წოწერია (სანედი, იონიშკისი, ლიეტუვა), ლელა ჭიჭინაძე (დინამო, სოხუმი).

წყარო: nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები