გოგა ჯაჯვანი
Aa
Aa

ჭაბუკთა ევროპირველობა: გოგა ჯაჯვანის 3 ვერცხლის მედალი

მოლდოვაში მიმდინარე ძალოსანთა ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე გოგა ჯაჯვანმა ვერცხლის მედლები მოიპოვა და ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

17-წლამდელთა ევროპირველობაზე 73 გკ. კატეგორიაში ჯაჯვანმა ატაცში 130/134  კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ასევე ვერცხლის მედალს დაეუფლა აკვრაში, სადაც 147/153/161 კილოგრამები დააფიქსირა.

ორჭიდის ჯამში კი 295 კილოგრამი დააფიქსირა და მესამე ვერცხლის მედალიც მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის ევროპულ ფიცარნაგზე საქართველოს ნაკრების 4  წევრი გამოვიდა და მედლის მოპოვება ოთხივემ შეძლო. ზურაბ ანთაურის გუნდის მონაგარი 3 დღის ჯამში 9 მედალია.

დიმიტრი აბრალავამ პირველივე დღეს 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლით ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. მეორე დღეს კი 2 ბრინჯაოს მედლით ლუკა ლომაშვილი ევროპის პრიზიორი გახდა, ხოლო გუშინ რევაზ მილდიანმა 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. დღეს კი ჯაჯვანმა საერთო მონაგარს 3 ვერცხლის მედალი შემატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შთამბეჭდავი ტურნირი, სენსაციები და მომავალი | Wales Online-ის სტატია ქართულ რაგბიზე
შთამბეჭდავი ტურნირი, სენსაციები და მომავალი | Wales Online-ის სტატია ქართულ რაგბიზე