ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ოცნებებშია თუ ჰგონია, რომ პირველ რაუნდში დამანოკაუტებს“ - ვოლკი ილიაზე

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზონის ჩემპიონი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი ჟურნალისტებს შეხვდა და იაირ როდრიგესთან ჩანიშნულ სატიტულო ჩხუბზე ისაუბრა. „ვოლკს“ ილია თოფურიას შესახებაც ჰკითხეს და საჩემპიონო ქამრის მფლობელმა განაცხადა, რომ „ელ მატადორს“ მასზე შთაბეჭდილება არ მოუხდენია.

„თოფურიას ჩემზე შთაბეჭდილება არ მოუხდენია, თქვენზე მოახდინა, თუმცა, მიხარია, ილიამ შთაბეჭდილება ყველაზე რომ მოახდინა, რადგან ეს ჩვენი სამომავლო ჩხუბის მოლოდინებს ზრდის. იაირ როდრიგესი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე თოფურია და მთელი ყურადღება მისკენ უნდა მივმართო.

რატომ ვერ მოახდინა ილიამ ჩემზე შთაბეჭდილება? ყველა დეტალს ვერ გაგიზიარებთ, მაგრამ გეტყვით, რომ როცა მებრძოლები ოქტაგონზე ჩემ წინ დგანან, ასე კარგად არ გამოიყურებიან. რა აზრის მის პროგნოზზე, რომ პირველ რაუნდში დამანოკაუტებს? ოცნებებშია“.

შეგახსენებთ, რომ ემეტთან ბრძოლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თოფურიამ სატიტულო ჩხუბი მოითხოვა. ილიას ვოლკანოვსკისთან დაპირისპირება სურს და ერთადერთი მებრძოლი, ვის გამოც საჩემპიონო ბრძოლაზე უარს იტყვის, მაქს ჰოლოუეია. „ელ მატადორი“ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მე-5 ნომერია და მის ანგარიშზე 14 გამარჯვება და 0 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლონდონში პანიკაა | „ტუხელს სურს ჩელსის სატრანსფერო სამიზნე წაართვას“
ლონდონში პანიკაა | „ტუხელს სურს ჩელსის სატრანსფერო სამიზნე წაართვას“