უკრაინის ზღაპარი დასრულდა - ესპანეთი ფინალში გავიდა
Aa
Aa

უკრაინის ზღაპარი დასრულდა - ესპანეთი ფინალში გავიდა

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთი უკრაინას დაუპირისპირდა და 5:1 გაანადგურა. სანტიაგო დენიას შეგირდები ფინალში ყველანაირი დაბრკოლების გარეშე გავიდნენ.

აღსანიშნავია, რომ უკრაინამ აქტიურად დაიწყო. მიხაილო მუდრიკის პასი ბონდარენკომ გამოიყენა და მე-13 წუთზე ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ კი ესპანეთის დომინირების დრო დადგა.

მე-17 წუთზე რუისმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო 24-ეზე სანსეტმა ესპანეთი დააწინაურა. პირველი ნახევარი 2:1 დასრულდა. მეორე ნახევარში სიტუაცია არ შეცვლილა. შეტევაში გამუდმებით ესპანელები იყვნენ. 54-ე წუთზე ბლანკომ სხვაობა ორამდე გაზარდა.

68-ე წუთზე გროსმა გაისროლა და უკრაინას ყველანაირი შანსი დაუკარგა, ხოლო მატჩის 78-ე წუთზე რუისმა საბოლოო ანგარიში 5:1 დააფიქსირა. ცნობისთვის, ესპანეთი ფინალში ინგლისს დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში ისრაელს მოუგო. შეგახსენებთ, უკრაინის ნაკრებმა მეოთხედფინალში საფრანგეთს მოუგო, ხოლო ესპანეთმა შვეიცარიას.

ევროპის ახალგაზრდული ფინალი 8 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
The Guardian: კეინმა ტოტენჰემს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა
The Guardian: კეინმა ტოტენჰემს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა