ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი კვერნაძე, ფროზინონე
Aa
Aa

კვარაცხელია VS კვერნაძე - როგორია სერია A-ს ახალი სეზონის კალენდარი

იტალიის სერია A-ს 2023/24 წლების სეზონის კალენდარი ცნობილია. იტალიის ფეხბურთის ასოციაციაში კენჭისყრა ცოტა ხნის წინ დასრულდა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ პირველი ტური ქართული დაპირისპირებით გაიხსნება.

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ საწყის მატჩში „ფროზინონეს“ შეხვდება, გუნდს, რომელშიც ცოტა ხნის წინ 20 წლის ქართველი ტალანტი, გიორგი კვერნაძე გადავიდა. ხვიჩას გუნდი შეხვედრას სტუმრად გამართავს.

პირველი ტურის ცხრილი:

ასევე, ცნობილი გახდა „მილანთან“, „ინტერთან“ და „იუვენტუსთან“ შეხვედრის თარიღებიც. „ნაპოლისა“ და „მილანის“ პირველი მატჩი 29 ოქტომბერს, დიეგო მარადონას სტადიონზე გაიმართება, „სან სიროზე“ კი მატჩი 11 თებერვალს შედგება.

„ნაპოლი“ - „ინტერს“ შორის პირველი მატჩი 3 დეკემბერს, დიეგო მარადონაზე გველის, მეორე შეხვედრა კი მილანში 17 მარტს გაიმართება.

რაც შეეხება „ნაპოლი“ - „იუვეს“, გარსიას გუნდი „ბიანკონერის“ ჯერ ტურინში, 10 დეკემბერს დაუპირისპირდება, დიეგო მარადონაზე კი 3 მარტს უმასპინძლებს.

ოფიციალური ინფორმაციით, მატჩი 20 აგვისტოს გაიმართება. შეხვედრის დაწყების ზუსტი დრო კი ოდნავ მოგივანებით გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები