სერია ა, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ნაპოლიმ ამხანაგურები დაგეგმა - ორი მეტოქე ცნობილია

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. ცნობილ ნეაპოლურ გამოცემა CalcioNapoli24-ზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რითაც ცნობილი ხდება, რომ რუდი გარსიას გუნდი ივლისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

სააგენტოს ცნობით, „პარტენოპეი“ 20 ივლისს დიმაროში „ანაუნეს“ შეხვდება. მატჩი ადგილობრივი დროით 18:00 საათზე არის ჩანიშნული, თბილისის დროით კი 20:00 შედგება.

რაც შეეხება მეორე შეხვედრას, „ანაუნესთან“ მატჩის შემდეგ, „ნაპოლი“ კვლავ დიმაროში, ამჯერად „სპალს“ შეხვდება. პირველის მსგავსად, ეს მატჩიც ადგილობრივი დროით 18:00 საათზე (საქართველოს დროით 20:00 საათზე) გაიმართება.

რაც შეეხება წინასასეზონო შეკრებას, გუნდი პირველად 12 ივლისს შეიკრიბება. 13-14 ივლისს სამედიცინო შემოწმებებია დაგეგმილი, 15 ივლისიდან კი სრული სტაფი დიმაროსკენ დაიძვრება, სადაც საწვრთნელი პროცესები დაიწყება.

ცნობისთვის, „ანაუნე“ და „სპალი“ არ არიან ერთადერთი მეტოქეები, რომლებსაც „ნაპოლი“ წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპზე შეხვდება. ნეაპოლური მედიის ინფორმაციით, გარსიას გუნდი შეკრებაზე კიდევ 2, ან 3 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: „დი ლორენცო თანამედროვე ფეხბურთია. კვარამ დაცვას უნდა მოუმატოს“
სპალეტი: „დი ლორენცო თანამედროვე ფეხბურთია. კვარამ დაცვას უნდა მოუმატოს“