გიორგი მამარდაშვილი, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

“საკუთარ თავში ძალა ვიპოვეთ“ - ზურიკოს და მამარდას კომენტარები

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველომ ნიდერლანდებს უმასპინძლა. აღნიშნული დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. ამ შედეგით კი სვანაძის გაწვრთნილი გუნდი მეოთხედფინალში გავიდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მამარდაშვილი გადაცემა „ტაიმაუტს“ ესაუბრნენ.

დავითაშვილი:

„ურთულეს ჯგუფში ვიყავით და ბევრს არ წარმოედგინა, რომ პირველ ადგილზე გავიდოდით. რთული იყო პირველი ტაიმი, მაგრამ საკუთარ თავში ვიპოვეთ ძალა, რომ სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია.

ახლა მეოთხედფინალში ვართ და ჩვენი მთელი ფიქრები ამ შეხვედრაზეა. შევეცდებით, რომ ისე ვითამაშოთ, გულშემატკივარი ისევ გავახაროთ. ჩვენი მიზანი გამარჯვება და ნახევარფინალში გასვლაა.

ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის განსხვავება? როდესაც ასეთ ტურნირია, არაფრით განსხვავდება და გოლს ისევე აღვნიშნავ, როგორც ეროვნულში. მე ამ თაობასთან ვთამაშობდი და ეს გუნდი ჩემთვის ოჯახია“.

მამარდაშვილი:

„რთული თამაში გამოვიდა, მეამაყება, რომ ამ გუნდის წევრი ვარ. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და ყველაფერი გააკეთეს წარმატებისთვის, ისტორიაში პირველად გავედით ევროპის ჩემპიონატის ამ ეტაპზე. ყველაფერს მომავალი თამაშები გვაჩვენებს, მაგრამ ჩემი აზრით, ახლა ჩვენი გაჩერება ძნელია, გვინდა, რომ ბათუმში ფინალი ვითამაშოთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ურთულეს ჯგუფში 5 ქულა დააგროვა და მეოთხედფინალში პირველი ადგილით გავიდა. შემდეგ ეტაპზე, რამაზ სვანაძის შეგირდები გერმანიას, ისრაელი ან ჩეხეთი იქნება.

წყარო 1TV

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ნიდერლანდური მედია: “საქართველომ ევროპის ჩემპიონატს გამოგვთიშა“
    ნიდერლანდური მედია: “საქართველომ ევროპის ჩემპიონატს გამოგვთიშა“