ბასილაშვილი მეცის ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცში მიმდინარე 250-იანთა კატეგორიის ტურნირზე 1/8 ფინალში ლუქსემბურგელ ჟილ მიულერს შეხვდა და 6:4 6:4 იმარჯვა.
ბასილაშვილმა ორივე სეტი ერთი ბრეიკით მოიგო, თანაც მეტოქის მოწოდებების აღება პარტიის გადამწყვეტ მომენტებში შეძლო.
ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე 1/4 ფინალში უზბეკი დენის ისტომინი იქნება.