“ეს შედეგი უსამართლოა“ - კვიპროსის ფეხბურთელების კომენტარები
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები სტუმრად კვიპროსს დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის გუნდმა მძიმე ბრძოლაში 2:1 მოიგო.
მატჩის დასრულების შემდეგ, კვიპროსის ნაკრების ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს.
დიმიტრის კრისტოფი:
„თავს ცუდად ვგრძნობთ. გამარჯვება ჩვენ დავიმსახურეთ, მაგრამ, რაც არ უნდა ვთქვათ, დღეს იღბალი ჩვენს მხარეს არ იყო. უფრო სამწუხარო ის გახლავთ, რომ საქართველოს ნაკრებს უფრო მეტი გულშემატკივარი ჰყავდა სტადიონზე, ვიდრე ჩვენ.“
ანდერსონ კორეა:
„შედეგი უსამართლოა, მაგრამ მოხარული ვარ, რომ კვიპროსის ეროვნულ ნაკრებში ვთამაშობ. დიდი მადლობა ფეხბურთის ფედერაციას ამ შანსის მოცემისთვის. სამწუხაროდ, დღეს უიღბლოები ვიყავით. მეტს ვიმსახურებდით. უფრო მეტი შანსი გვქონდა, მაგრამ ეს ფეხბურთია და ასე ხშირად ხდება.“
ჯოელ მოლი:
„დღევანდელ თამაშში მაქსიმუმის გაკეთებას ვცდილობდი. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვიქომაგა. ამ შედეგს არ ვიმსახურებდით! ეს უსამართლო შედეგი იყო. უამრავი მომენტი გვქონდა და ორი გოლი აქეთ გავუშვით.“
შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სატურნირო ცხრილში 4 ქულა დაუგროვდა და მეორე პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ მატჩს „ჯვაროსნები“ 20 ივნისს სტუმრად შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავენ. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს