ზლატან იბრაჰიმოვიჩი
Aa
Aa

იბრა: ჩემი მემკვიდრეობა ახალი ზლატანებია, ყველას, ვისაც ლომის გული აქვს

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი კარიერა შეაჯამა.

41 წლის შვედმა სერია A-ს 38-ე ტურის „ვერონასთან“ მატჩის (3:1) შემდეგ კარიერა ოფიციალურად დაასრულა და სავსე „სან სიროს“ წინაშე ქომაგებს დაემშვიდობა.

„ეს ყველაფერი ოცნებით დაიწყო. სიზმრიდან, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია.

დავიბადე მალმოში. გავიზარდე ამსტერდამში. ტურინში უფრო გონიერი გავხდი. ბარსელონაში ლომი გავხდი. გავიზარდე მილანში. და პარიზში ახალი პერსპექტივები აღმოვაჩინე. მანჩესტერში ნერვები მომეშალა და ლოს-ანჯელესში გავერთე. და ბოლოს, სიმშვიდე ვიპოვე ახალ სახლში მილანში.

მე ეს შევქმენი. და მემკვიდრეობა, რომელსაც ვიმედოვნებ, დავტოვებ არის ყველა ახალი ზლატანი, რომელიც მე შევქმენი. ყველა ვისაც ლომის გული აქვს. ყველა ვისაც თვალებში ცეცხლი აქვს. ყველას, ვინც გულწრფელად ესმის, რომ შეუძლებელი არაფერია.

მადლობა ყველას.

მინო (რაიოლა), ჩვენ ეს გავაკეთეთ! მოგზაურობა დასრულდა. ეს იყო საოცარი. მენატრები“,

- წერს იბრა სოციალურ ქსელში.

საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა, რომელიც ზლატანის და კიდევ უამრავ ვარსკვლავთან მუშაობდა, გასული წლის აპრილში გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: „ითამაშებს თუ არა ჩაკვეტაძე? 25 მოთამაშე მყავს და ყველასი მჯერა“
სანიოლი: „ითამაშებს თუ არა ჩაკვეტაძე? 25 მოთამაშე მყავს და ყველასი მჯერა“