ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა - ნეიმარმა და კავანიმ იჩხუბეს!
ყველაზე გავლენიანი ფრანგული გამოცემა L'Equipe წერს, რომ კავანისა და ნეიმარს შორის კონფლიქტი კიდევ უფრო გაღრმავდა.
წყაროს ინფორმაციით, ბრაზილიელმა და ურუგვაელმა ერთმანეთში იჩხუბეს. ისინი, ურთიერთობის გარკვევას მუშტებით ცდილობდნენ. არავინ იცის ვითარება სადამდე დაიძაბებოდა, რომ არა გუნდის კაპიტანი ტიაგო სილვა, რომელმაც თანაგუნდელები გააშველა.
როგორც ცნობილია, ნეიმარისა და კავანის კონფლიქტი თერთმეტმეტრიანის დარტყმის გამო დაიწყო. კავანი პენალტის შესრულების უფლებას არავის უთმობს. ასე იყო "ლიონთან" გამართულ ბოლო შეხვედრაშიც. როგორც ჩანს, ეს მოთმინების ბოლო წვეთი იყო და ფეხბურთელებმა ერთმანეთზე გაიწიეს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნეიმარმა კავანის ინსტაგრამიდან გამოწერა გააუქმა.