ვეგას გოლდენ ნაითსმა სტენლის თასი მოიგო | სუპერფინალურ სერიაში ფლორიდა გაანადგურეს
Aa
Aa

ვეგას გოლდენ ნაითსმა სტენლის თასი მოიგო | სუპერფინალურ სერიაში ფლორიდა გაანადგურეს

„ვეგას გოლდენ ნაითსი“ სტენლის თასის გამარჯვებული გახდა. NHL-ის პლეიოფის სუპერფინალურ სერიაში ლას-ვეგასელთა მეტოქე „ფლორიდა პანტერსი“ გახლდათ და „გოლდენ ნაითსმა“ მეტოქეს 5 შეხვედრაში მოუგო - 4:1.

„ვეგასმა“ სუპერფინალური სერია საკუთარ კედლებში დახურა და „ფლორიდას“ შანსი არ დაუტოვა. „გოლდენ ნაითსმა“ „პანტერსს“ 9 შაიბა გაუტანა და ყოველგვარი პრობლემების გარეშე იმარჯვა - 9:3. ლას-ვეგასელთა მხრიდან თავი მარკ სტოუნმა (ჰეთ-თრიქი), ნიკოლას ჰაგმა, ალეკ მარტინესმა, რაილი სმიტმა, მაიკ ამადიომ, ივან ბარბაშევმა და ნიკოლას როიმ გამოიჩინეს.

„გოლდენ ნაითსის“ დებიუტი NHL-ში 6 წლის წინ შედგა და სტენლის თასის მოსაგებად ამაზე მცირე დრო მხოლოდ „ედმონტონს“ დასჭირვებია, რომელმაც ტრიუმფს 5 წელიწადში მიაღწია. NHL-ში ადგილის მიღების შემდეგ, „ვეგასის“ მფლობელმა, უილიამ ფოლიმ განაცხადა, რომ მისი გუნდის მიზანი 3 წელიწადში პლეიოფში გასვლა, ხოლო 6 წელიწადში სტენლის თასის მოგება იყო. ფოლის სიტყვები ახდა და მისი გუნდი ისტორიული წარმატებით ტკბება.

გეტყვით იმასაც, რომ „კონ სმაიტის ტროფის“ მფლობელი „ვეგას გოლდენ ნაითსის“ მოთამაშე, ჯონათან მარშესო გახდა. ეს ჯილდო პლეიოფის ყველაზე ძვირფას მოთამაშეს გადაეცემა და მარშესომ 22 შეხვედრაში 25 ქულა დააგროვა. მის ანგარიშზე 13 გოლი და 12 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საუკეთესო ფეხბურთელად ოსიმენი დაასახელა | Football Italia-მ ნაპოლის სეზონი შეაჯამა
საუკეთესო ფეხბურთელად ოსიმენი დაასახელა | Football Italia-მ ნაპოლის სეზონი შეაჯამა