ქუთაისის მართვე, მარიამ ჭრიკიშვილი, ნორჩი დინამო
Aa
Aa

“საოცარი ატმოსფერო იყო“ - პირველი მატჩი განახლებულ შენგელიაზე

დღეს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის განახლებულ სტადიონზე პირველი ოფიციალური მატჩი გაიმართა. საინტერესო ის გახლავთ, რომ აღნიშნულმა სტადიონმა ქალთა ლიგის მატჩსს უმასპინძლა.

ქუთაისის „მართვე“ „ნორჩი დინამოს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში გუნდები უფრო გააქტიურდნენ.

ანგარიში 66-ე წუთზე ანა სინატაშვილმა გახსნა და „მართვე“ დააწინაურა. მატჩი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ავთანდილ რევიშვილის გუნდს 3 ქულა უნდა აეღო, მაგრამ თბილისურმა კლუბმა ბოლომდე იბრძოლა და ანგარიში 90-ე წუთზე გაათანაბრა. თავი ანი მინაძემ გამოიჩინა.

მატჩის დასრულების შემდეგ, CrystalSport „ნორჩი დინამოს“ მეკარეს მარი ჭრიკიშვილს დაუკავშირდა და შეხვედრის შეფასება სთხოვა.

ჭრიკიშვილი:

„პირველ რიგში გეტყვით, რომ სტადიონზე არაჩვეულებრივი ატმოსფერო იყო. მოედნის საფარი შესანიშნავ მდგომარეობაში დაგვხვდა. გულშემატკივრები ჩვენს მიმართ დადებითად იყვნენ განწყობილნი. ნებისმიერი ქალი ფეხბურთელის ოცნება არის, რომ ასეთი დონის სტადიონზე ითამაშოს. ჩვენ ეს ოცნება აგვიხდა და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას.

რაც შეეხება მატჩს, ვფიქრობ, პირადად მე უფრო მეტი შემეძლო. კმაყოფილი ვარ თანაგუნდელების და მთლიანად გუნდის თამაშით. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ფრე მაინც დასრულებულიყო. როგორც მოგეხსენებათ, ვაგებდით და ანგარიში ბოლოს გავათანაბრეთ.“

შეგახსენებთ, რომ ქალთა ეროვნულ ლიგაში, 11 ტურის შემდეგ, „ნორჩი დინამო“ 9 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, ხოლო ქუთაისის „მართვე“ 6 ქულით ბოლო პოზიციაზე მოგვევლინა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთა ლიგა | ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია
ერთა ლიგა | ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია