გიგა ჭიკაძე, დენ აიგი
Aa
Aa

ClutchPoints: იგე VS ჭიკაძე? ტექნიკური და სანახაობრივი ბრძოლა იქნება

UFC-ის ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე კვლავ მეტოქის ძიებაშია. „ნინძამ“ ბოლოს 2022 წლის 15 იანვარს, კევინ კატართან იჩხუბა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. ბოლო პერიოდში, ქართველ მებრძოლს რამდენჯერმე ჩაენიშნა ბრძოლა სოდიქ იუსუფთან, მაგრამ საბოლოოდ, ბრძოლის ორგანიზება ვერ მოხერხდა.

შესაბამისად, გიგას მეტოქის ვინაობა კვლავ ვაკანტურია, ცნობილი სააგენტო ClutchPoints-ი კი ერთ-ერთ სავარაუდო ოპონენტად ამერიკელ დენ აიგის ასახელებს და განმარტავს მიზეზებს, თუ რატომ იქნება ეს ბრძოლა გულშემატკივრებისთვის საინტერესო.

რა წერია სტატიაში:

რეიტინგში მე-13 ადგილზე მყოფი დენ აიგი უზადოდ გამოიყურებოდა UFC 289-ზე, რადგან ნეით ლენდვერს სამი რაუნდის გამნავლობაში მეთოდურად აჩერებდა. ლენდვერს ზედიზედ სამი გამარჯვება ჰქონდა და აიგის დამარცხებითაც იმუქრებოდა, თუმცა, აიგის სხვა გეგმები ჰქონდა და ლედვერს სამი რაუნდის განმავლობაში კრივის მასტერკლასი ჩაუტარა. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჯერ კიდევ არის თამაშის სათავეში იმის მიუხედავად, რომ ცოტა ხნის წინ რთული წაგებათა სერია ჰქონდა. თუმცა, მან გვაჩვენა, რომ რვაკუთხედში თავისი გასაოცარი რიტმი დაიბრუნა.

რაც შეეხება გიგა ჭიკაძეს, ის ამჟამად მე-8 ადგილზეა და ბოლოს კატართან ჩხუბით მძიმე მარცხი იწვნია. სახის არეში ის იმდენად იყო დაზიანებული, რომ ხანგრძლივი გამოჯანმრთელების ეტაპის გავლა მოუწია, ახლა კი 2022 წლის იანვრის შემდეგ ის თავის პირველ ოპონენტს ეძებს. ჭიკაძე პირადად ესწრებოდა UFC 289-ს და თავისი თვალით ნახა აიგის ოსტატური შესრულება. ამ ორივე ბიჭს საინტერესო დარტყმის სტილი აქვს, რამაც შესაძლოა საკმაოდ სანახაობრივი ბრძოლა გამოიწვიოს, გამარჯვება კი ორივე მებრძოლს კარგ სარგებელს მოუტანს. იუსუფთან ბრძოლის გაუქმების შემდეგ, ჭიკაძის გარშემო არანაირი სიახლე არ ყოფილა, მაგრამ დენ აიგი შესაძლოა ღირსეული მეტოქე აღმოჩნდეს.

ცნობისთვის, დენ აიგი UFC-ის ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის რეიტინგში მე-13 ადგილზე იმყოფება. ამერიკელმა მებრძოლმა MMA-ს ეგიდით 23 ბრძოლა გამართა, მის ანგარიშზე კი 17 გამარჯვება და 6 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამაზე აქტიურად ვმუშაობთ“ - ჭიკაძე საქართველოში UFC-ის ღონისძიებას აანონსებს?
„ამაზე აქტიურად ვმუშაობთ“ - ჭიკაძე საქართველოში UFC-ის ღონისძიებას აანონსებს?