ხვიჩა კვარაცხელია, როდრი
Aa
Aa

უეფამ სეზონის გუნდი შეადგინა და საუკეთესო მოთამაშე გამოავლინა

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ტრიუმფატორი „მანჩესტერ სიტი“ გახდა, რომელმაც სანუკვარი ფინალის მოგება მეორე ცდით შეძლო.

პეპ გუარდიოლას გუნდმა „ინტერს“ ფინალში 1:0 მოუგო.

უეფამ სეზონი შეაჯამა და წლის სიმბოლური გუნდიც დაასახელა, რომელშიც რა თქმა უნდა, „სიტის“ ფეხბურთელები ჭარბობენ, „ქალაქელებს“ გუნდში 7 წარმომადგენელი ჰყავთ.

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად უეფამ „სიტის“ საყრდენი ესპანელი როდრი დაასახელა, რომელმაც „ბაიერნს“ გარდამტეხი გოლი გაუტანა და თავი ფინალშიც გამოიჩინა, როცა საჩემპიონო გოლის ავტორი გახდა.

უეფამ სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელიც დაასახელა და ჯილდო ხვიჩა კვარაცხელიას გადასცა, რომელმაც ტურნირზე 9 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„2 თვეა ვიტანჯები“ - დე ბრუინი ფინალში ტრავმით თამაშობდა
„2 თვეა ვიტანჯები“ - დე ბრუინი ფინალში ტრავმით თამაშობდა