Aa
Aa

"რეალი" პრემიერლიგის 2 სუპერვარსკვლავიდან ერთ-ერთის შეძენას გეგმავს!

ესპანური პრესის ცნობით, მადრიდის „რეალი“ თავდამსხმელის შესაძენად აქედანვე ემზადება.

სამეფო გუნდს 3 სამიზნე ჰყავს: ალექსის სანჩესი, ჰარი კეინი და ტიმო ვერნერი.

ფლორენტინო პერესის ნომერ პირველი კანდიდატი ჩილელი ფორვარდია, რომლის შეძენა ასევე „მანჩესტერ სიტისაც“ სურს.

თუ, „რეალმა“ ალექსისი ვერ გადმოიბირა, ამ შემთხვევაში ისინი ჰარი კეინის ვარიანტზე გადაერთვებიან.

ინგლისელი ფორვარდი სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფიგურაა.

ფლორენტინო პერესი მზადაა, რომ მიზნის მისაღწევად ფინანსები არ დაიშუროს.

სულ სხვა საქმეა, თუ რა პოზიციაზეა „ტოტენჰემი“, რომლის წარმატებულ თამაშსაც დიდწილად სწორედ კეინი განაპირობებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები