მიქაუტაძე შეუერთდა - საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით ივარჯიშებს
ვილი სანიოლის გუნდი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოესი ორი შეხვედრისთვის თბილისში მზადებას განაგრძობს. საწვრთნელ პროცესში უკვე ორი დღეა 24 ფეხბურთელი მონაწილეობს. ნაკრებს გიორგი მიქაუტაძე შეუერთდა. ფეხბურთელი საწვრთნელ პროცესში 11 ივნისიდან ჩაერთვება და გუნდი სრული შემადგენლობით ივარჯიშებს. კვიპროსისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღდეგ ჩვენი გუნდის 25 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ივნისის მატჩებისთვის:
მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)
მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, თეირანი, ირანი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა)
ნახევარმცველები/თავდასხმელები: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, სტამბოლი, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელ, ნიქოზია, კვიპროსი).
მატჩების განრიგი
17 ივნისი | კვიპროსი - საქართველო | 22:45
20 ივნისი | შოტლანდია - საქართველო | 22:45
Nakrebi.ge