კარვახალს ბრალი რასიზმში ედება! ესპანელს მკაცრი სასჯელი ემუქრება
Aa
Aa

კარვახალს ბრალი რასიზმში ედება! ესპანელს მკაცრი სასჯელი ემუქრება

მადრიდის "რეალის" ესპანელი მცველი დანიელ კარვახალი, შესაძლოა მკაცრად დაისაჯოს.

საქმე ეხება, მე-3 ტურის შეხვედრას "ლევანტეს" წინააღმდეგ, სადაც კარვახალმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელ ჯეფერსონ ლერმას რასისტული გამონათქვამით შეურაცხყოფა მიაყენა.

გამეორებაზე კამარებემა დააფიქსირეს მომენტი, სადაც ესპანელი ფეხბურთელის პირის მოძრაობის მიხედვით ჩანს, რომ იგი მეტოქეს მაიმუნად მოიხსენიებს.

ხსენებულ შეხვედრაში ლერმა კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდის მონაწილე გახდა. მის წინაარმდეგ უხეშობის გამო მოედნიდან მარსელო გააძევეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ლერმასა და კარვახალის მომენტი მთავარი არბიტრის მატჩის რეპორტში არ მოხვედრილა. თუმცა, გამოძიება მიმდინარეობს და ამ ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში, ესპანელ ფეხბურთელს უმკაცრესი სასჯელი ელის.

მსგავსი სიახლეები