ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

შეთანხმებასთან ახლოს არიან - Corriere dello Sport-ი ხვიჩას ახალ კონტრაქტზე

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა. ახალი კონტრაქტის მიხედვით ქართველი შემტევის წლიური ხელფასი 1,4 მილიონი ევროდან 2,5 მილიონამდე გაიზრდება. ხელშეკრულება 2028 წლამდე გაფორმდება.

მაისის დასაწყისში ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო შირა დაახლოებით იდენტურ ინფორმაციას ავრცელებდა. შირას ინფორმაციით, ფეხბურთელის წლიური ხელფასი 1,1 მილიონიდან 2,5-3 მილიონამდე გაიზრდებოდა. თანხებში არსებული მცირე ცდომილებები ბონუსებიდან გამომდინარეობს, რადგან ფეხბურთელების შემოსავალს გარკვეულწილად გუნდური შედეგები განაპირობებს.

22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა „ნაპოლისთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გასული სეზონის დაწყებამდე გააფორმა. სერია ა-ს 2022-23 წლების სეზონში 34 მატჩში 12 გოლი შეაგდო და 10 საგოლე პასი შეასრულა. საგოლე პასების რაოდენობით კვარაცხელია სერია ა-ში საუკეთესო გახდა.

გასული სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე „ნაპოლიმ“ ჩემპიონობა გაინაღდა, რაც მარადონას ეპოქის შემდეგ პირველად მოხდა, მას შემდეგ 33 წელი გავიდა. „ნაპოლის“ წარმატებაში ხვიჩა კვარაცხელიამ უდიდესი წვლილი შეიტანა და სერია ა-ს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები