ჩავი ერნანდესი, ნეიმარი
Aa
Aa

„ლიგის მოსაგებად უნდა ვიბრძოლოთ“ - ჩავი მესის, ნეიმარისა და ბარსას შესახებ

ჩავიმ მესის ვრცელი ინტერვიუს შემდეგ, პრესასთან ისაუბრა და ბევრ საინტერესო თემას შეეხო. ლეოს არშემდგარი ტრანსფერი, ნეიმარის მოულოდნელი შეთავაზება და გუნდის სამომავლო გეგმები.

მესის არშემდგარი ტრანსფერი

„ჩვენ მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. ადამიანებს თანაგრძნობა ხშირად გვაკლია. იყო მესი, ეს ადვილი არ არის. ამდენი ყურადღებიდან გამომდინარე, მას მშვიდად ცხოვრება არ შეუძლია. ის ყოველთვის ყველაფერში საუკეთესო უნდა იყოს.

მესი მისი გადაწყვეტილება ბუნებრივი გზით ახსნა. მას რთული ეტაპი ჰქონდა და აღა სურს ასეთ მდგომარეობაში იყოს. ამხელა ყურადღებისა და ზეწოლის ქვეშ თამაში აღარ სურს.

ლეომ ყველაფერი ძალიან კარგად და გასაგებად ახსნა. მას ზეწოლისა და დაძაბულობის შემცირება სურდა. ახლა მას მშვიდ და ოჯახურ გარემოში ცხოვრება სურს“.

ბარსელონას მიზანი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა უნდა იყოს

„ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ევროპა ლიგაზე აღარ უნდა ვითამაშოთ. უკაცრავად, მაგრამ ბარსელონა ევროპა ლიგისთვის არ არის შექმნილი. ეს ტურნირი ქომაგებსა და გუნდს არ აძლიერებს.

ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ვითამაშოთ და მის მოსაგებად ვიბრძოლოთ“.

ნეიმარი

„ნეიმარის ტრანსფერი? სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის მოულოდნელი სიახლე იყო, რადგან ის ჩვენს სამომავლო გეგმებში არ შედის. მას როგორც მეგობარს ძალიან ვაფასებ, მაგრამ ახლა სხვა პრიორიტეტები გვაქვს“.

შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს მესის ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ლეომ „ბარსელონაში“ დაბრუნების შესახებ ისაუბრა და ყველაფერი დეტალურად ახსნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საუკეთესო ფეხბურთელი იყო“ - Deporte Valenciano-მ მამარდაშვილი გამოარჩია
„საუკეთესო ფეხბურთელი იყო“ - Deporte Valenciano-მ მამარდაშვილი გამოარჩია