ილია თოფურია, ჯოშ ემეტი
Aa
Aa

„დივიზიონში ყველა მებრძოლს აღემატება“ - თოფურია მე-6 ბრძოლისთვის ემზადება

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია 24 ივნისს ორგანიზაციაში თავის მორიგ ორთაბრძოლას გამართავს. „ელ მატადორი“ ამ დროისთვის აშშ-ში იმყოფება და მოახლოებული ბრძოლისთვის აქტიურად ემზადება. თოფურია გუშინ UFC-ის ყოფილ ჩემპიონს, კამარუ უსმანს შეხვდა და მასთან ერთად ისპარინგა.

ქართველი მებრძოლის მოსამზადებელ ეტაპზე მისმა მენეჯერმა, პაბლო ფერნანდეს პინილამ ისაუბრა.

რას ამბობს პინილა:

ილიასთვის ყველაზე რთული არა მეტოქესთან, არამედ წონასთან ბრძოლაა. ჯოშ ემეტს და დივიზიონში მის წინ მყოფ მებრძოლებს ის ძალით ბევრად აღემატება. ის აქტიურად ვარჯიშობს და ბრძოლისთვის საკმაოდ კარგად ემზადება. ის თავს ძალიან კარგად გრძნობს და კიდევ ერთი გამარჯვების მოსაპოვებლად ემზადება. უბრალოდ, უნდა ნახოთ მისი ვარჯიში. უნდა ნახოთ, როგორ ურტყამს, როცა მშიერია. როდესაც მშიერი ვარჯიშობს, უფრო სწრაფია და ბევრად ძლიერად ურტყამს.

View this post on Instagram

A post shared by SPANISH MMA (@spanish_mma)

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ MMA-ში ამ დრომდე დაუმარცხებელია. შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში ქართველმა მებრძოლმა 13 ბრძოლა გამართა და ყველა შემთხვევაში გაიმარჯვა. UFC-ში „ელ მატადორის“ ანგარიშზე 5-დან 5 გამარჯვებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
UFC-ის მებრძოლი: „ალექსანდრე თოფურია UFC-ის ტოპ 10-ის დონის მებრძოლია“
UFC-ის მებრძოლი: „ალექსანდრე თოფურია UFC-ის ტოპ 10-ის დონის მებრძოლია“