ვინჩენცო იტალიანო
Aa
Aa

იტალიანო: ორი ფინალის წაგება საშინელი განცდაა

„ფიორენტინას“ მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო იტალიანომ კონფერენს ლიგის ფინალში „ვესტ ჰემთან“ დამარცხების შემდეგ, პრესასთან ისაუბრა.

„ჩვენ წავაგეთ ორი ფინალი, რომლებიც ძალიან კარგად ვითამაშეთ და ეს სამწუხაროა, რადგან დღევანდელ საღამოს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე დასრულდებოდა. ჩვენ ვითამაშეთ, გვქონდა შანსები, ანგარიში მალევე გავათანაბრეთ.

მოწყენილი ვარ, რადგან ბიჭები ორი ფინალის წაგებით განცვიფრებულები არიან. ვგრძნობდი, რომ დღეს როგორც ნამდვილი გუნდი ისე ვთამაშობდით.

შეხვედრის მსვლელობისას კონკრეტულ სიტუაციებს ისე კარგად ვკითხულობდით, რომ ნამდვილად არ ველოდი ასე წაგებას. უფრო კონცენტრირებულები რომ ვყოფილიყავით, თამაში დამატებით დროში გადავიდოდა.

ორი ფინალის წაგება საშინელი განცდაა, ვისურვებდი, რომ არასდროს განმეცადა, მაგრამ ჩვენ აქ ვართ“.

- განაცხადა იტალიანომ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბარსაში დაბრუნება მინდოდა, მაგრამ იმავე ტკივილის გამოვლა არა...“ - მესის ინტერვიუ
„ბარსაში დაბრუნება მინდოდა, მაგრამ იმავე ტკივილის გამოვლა არა...“ - მესის ინტერვიუ