Aa
Aa

"სოსიედადთან" გამარჯვების შემდეგ, "რეალმა" მსოფლიო საკლუბო რეკორდი გაიმეორა

ლა ლიგის მე-4 ტურში, მადრიდის "რეალმა" სან სებასტიანში "რეალ სოსიედადს" 3-1 სძლია.

ამ გამარჯვების შემდეგ, ზიდანის გუნდმა მსოფლიო საკლუბო რეკორდი გაიმეორა. კერძოდ, პელეს ლეგენდარულმა "სანტოსმა" 1961-1963 წლებში, ზედიზედ 73 შეხვედრაში მოახერხა მეტოქეთა კარის დალაშქვრა.

"რეალმა" ეს შედეგი გაიმეორა და ახლა, წინ რეკორდის დამხობაა, რომელიც მადრიდელებს წესით არ უნდა გაუჭირდეთ, რადგან მომდევნო შეხვედრაში "სანტიაგო ბერნაბეუს" სევილიის "რეალ ბეტისი" ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები