2+1 - ბენზემამ ალ-იტიჰადთან კონტრაქტი გააფორმა
ფაბრიციო რომანოს ცნობით, კარიმ ბენზემამ „ალ-იტიჰადთან“ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. მხარეებმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმეს, ხელშეკრულება 2+1 სისტემას ითვალისწინებს, ორწლიანი პერიოდის შემდეგ მხარეებს ხელშეკრულების გახანგრძლივება 1 წლით შეუძლიათ. ორი წლის განმავლობაში ბენზემა 200 მილიონ ევროს მიიღებს.
???????????? Karim Benzema has signed main part of docs to become new Al Ittihad player joining the Saudi league — here we go!
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 5, 2023
Understand contract will be valid until 2025 but will also include option for further season.
Karim will say goodbye to Madrid fans then travel to Saudi. pic.twitter.com/OCzwszv2OL
35 წლის ფრანგმა ფორვარდმა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 14 წელი გაატარა, გასული სეზონის დასრულების შემდეგ „რეალის“ დატოვება გადაწყვიტა.
ბენზემამ „რეალში“ 14 წელი ითამაშა, 25 ტიტული მოიგო, მათ შორის 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგა და 4-ჯერ ლა ლიგა. 2022 წელს კი ოქროს ბურთის მფლობელიც გახდა.
ბენზემას ანგარიშზე „რეალის“ მაისურით 353 გოლია. ის კლუბის ისტორიაში რონალდუს (450) შემდეგ საუკეთესო ბომბარდირია.
კარიმის ახალი გუნდის, „ალ-იტიჰადის“ მთავარი მწვრთნელი ნუნუ ეშპირიტუ სანტუა, რომელიც „ვალენსიას“ (2014-15), „პორტუს“ (2016-17), „ვულვზისა“ (2017-21) და „ტოტენჰემს“ (2021) წვრთნიდა. 2022 წლიდან „ალ-იტიჰადში“ მუშაობს.