ჰარი კეინი
Aa
Aa

ტოტენჰემი რეალს კეინის სანაცვლოდ 100-დან 200 მილიონამდე მოსთხოვს

„რეალიდან“ ბენზემას წასვლის შემდეგ, მთავარი კითხვა არის, თუ ვინ შეცვლის ფრანგ ფორვარდს. კითხვაზე პასუხი ჰარი კეინია, თუმცა საქმე არც ისე მარტივადაა.

The Independent-ის ცნობით, „ტოტენჰემმა“ „რეალს“ შესაძლოა კეინის სანაცვლოდ 200 მილიონი ფუნტი მოსთხოვოს. მათ იციან, რომ მადრიდელები ახალ ექსტრაკლასის ფორვარდს ეძებენ და სიტუაციით სარგებლობას აპირებენ.

წყაროს ცნობით, „დეზების“ პრეზიდენტს დენიელ ლევის შეუძლია „სამეფო კლუბს“ ამდენის გადახდა მოსთხოვოს. ეს მიუხედავად იმისა, რომ კეინის ხელშეკრულება 2024 წელს იწურება და „ტოტენჰემს“ აქვს საფრთხე, ინგლისელი სრულიად უფასოდაც დაკარგოს და მისგან სარგებელი საერთოდ ვერ მიიღოს.

Daily Mail-ი წერს, რომ ვაჭრობა მინიმუმ 100 მილიონი ევროდან დაიწყება და ღირებულება გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ კეინის მიმართ ინტერესს „მანჩესტერ იუნაიტედიც“ ითხოვს, თუმცა „ტოტენჰემს“ კონკურენტის გაძლიერება არ სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინისიუსი: ბენზვინი, ვინზემა, ჩვენი დუეტი დაიშალა, მადლობა ყველაფრისთვის ლეგენდა!
ვინისიუსი: ბენზვინი, ვინზემა, ჩვენი დუეტი დაიშალა, მადლობა ყველაფრისთვის ლეგენდა!