კრიშტიანუ რონალდუ, მარკუს რაშფორდი, ალან შირერი
Aa
Aa

შირერი: რონალდუს წასვლამ რაშფორდზე დადებითი გავლენა მოახდინა

ალან შირერი მარკუს რაშფორდის წარმატებულ სეზონს კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წასვლას უკავშირებს.

„ეჭვგარეშეა, რომ ერიკ ტენ ჰაგი მარკუსს დაეხმარა. ის მომენტების რეალიზებაში უკეთესი გახდა. ახლა უკეთეს ფიზიკურ ფორმაშია - გასულ სეზონში კი ბევრი ტრავმა ჰქონდა.

მაგრამ ვფიქრობ, მთავარი, რამაც მასზე გავლენა მოახდინა, რონალდუს წასვლა იყო. თავს დიდ ვარსკვლავად გრძნობს, შეუძლია იყოს საკუთარი თავი, გრძნობს, რომ მომენტების გამოუყენებლობას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სხვა მატჩშიც ექნება შანსები.

რონალდუს წასვლიდან მისი 17 ან 19 მატჩი ამას აჩვენებს, ასე რომ, აქ არის პასუხი თქვენს კითხვაზე. ის უფრო ბედნიერად გამოიყურება და ეს ყველაფერი დიდწილად რონალდუს წასვლას მოჰყვა“,

- ციტირებს შირერის სიტყვებს Daily Mail-ი.

2022/23 წლების სეზონში პრემიერ ლიგაში რაშფორდმა თავისი საგოლე რეკორდი გაიმეორა და 2020 წლის მსგავსად სეზონი 17 გოლით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Gazzetta: კვარა სხვა კლუბებზე არ ფიქრობს, ახალი კონტრაქტი მალე გაფორმდება
Gazzetta: კვარა სხვა კლუბებზე არ ფიქრობს, ახალი კონტრაქტი მალე გაფორმდება