საქართველოს 17-წლამდე ნაკრები, ჰალიდ დოლტმურზიევი
Aa
Aa

გოლი სადებიუტო მატჩში - დოლტმურზიევმა საქართველოსთვის პირველად ითამაშა

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა თბილისის „დინამოს“ 17-წლამდე გუნდთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა. შეხვედრა გიორგი ჩიტაურის გუნდმა 2:1 მოიგო.

საქართველოს ნაკრების მაისურით ჰალიდ დოლტმურზიევმა სადებიუტო მატჩი ჩაატარა და პირველივე შეხვედრაში გოლი გაიტანა. მის გარდა „დინამოს“ 17-წლამდე გუნდს ნიკოლოზ ელისაშვილმა შეუგდო.

საქართველოს 17 წლამდე ნაკრები 1-დან 6 ივნისის ჩათვლით რუსთავში, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრში ემზადებოდა, რის შემდეგაც საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ქალაქ გაბალაში გაემგზავრება, სადაც აზერბაიჯანის 17-წლამდე ნაკრებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

შეგახსენებთ, გასულ თვეში ბელგიური „ბრიუგეს“ 16-წლამდე გუნდის 15 წლის ინგუშმა ფეხბურთელმა ჰალიდ დორტმურზიევმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. ჰალიდი „ბრიუგეს“ 16-წლამდე გუნდის ბომბარდირია, მისი შედეგიანობა შთამბეჭდავია, მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. „ბრიუგეში“ გადასვლამდე „ნიუპორტისა“ და „სერკლ ბრიუგეს“ ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა.

ჰალიდი სამენეჯერო კომპანია S&P Sports Agency-სთან თანამშრომლობს, რომელსაც სანდრო ჭელიძე, სოსო ძნელაძე და პეტრე სარდანაძე წარმოადგენენ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: „კვარა მარადონას მიუახლოვდა, ნამდვილი ჩემპიონია“
სპალეტი: „კვარა მარადონას მიუახლოვდა, ნამდვილი ჩემპიონია“