გენო პეტრიაშვილი, სოლომონ მანაშვილი
Aa
Aa

პეტრიაშვილის ოქრო - გენომ ფინალში უზბეკი დაამარცხა

თავისუფალ სტილში მოჭიდავეთა შორის ბიშკეკში მიმდინარე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირის ფინალში გენო პეტრიაშვილმა უზბეკი სარდორბეკ ხოლმატოვი 12:1 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

რაც შეეხება ფინალამდე განვლილ გზას, პეტრიაშვილმა პირველ შეხვედრაში ჩინელი დენ ჩჟივეი დაამარცხა (4:3), შემდეგ თანამემამულე სოლომონ მანაშვილს სძლია (8:3), ნახევარფინალში უზბეკ ხასანბოი რახიმოვს დიდი უპირატესობით მოუგო (10:0).

სოლომონ მანაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟში იბრძოდა, თუმცა პირველივე შეხვედრაში დენ ჩჟივეისთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბიშკეკის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე 6 მედალი (2 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო) მოიპოვა. ტურნირის გამარჯვებულები ლერი აბულაძე (63 კგ) და რამაზ ზოიძე (72 კგ) გახდნენ. ვერცხლის მედლებს იური ლომაძე (77 კგ) და გურამ ხეცურიანი (87 კგ.) დასჯერდნენ. ბრინჯაოს მედლები ოთარ აბულაძისა (72 კგ) და გელა ბოლქვაძის (82 კგ) ანგარიშზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები