გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ჩელსიმ ესპანეთში მამარდაშვილის სანახავად სკაუტები გააგზავნა

გიორგი მამარდაშვილის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ „ვალენსიამ“ ქართველი მეკარე შეინარჩუნოს.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ჩელსიმ“ ესპანეთში „ბეტისისა“ და „ვალენსიას“ მატჩზე სკაუტები გაგზავნა, რომლებიც მამარდაშვილის თამაშს დააკვირდებიან.

როგორც ცნობილია, მამარდაშვილის მიმართ ინტერესი „ნიუკასლსა“ და „ტოტენჰემსაც“ აქვთ. ფაბრიციო რომანო თვლის, რომ ქართველი კარიერას დიდი ალბათობით სწორედ ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.

გიორგი მამარდაშვილის გამოსასყიდ თანხად 25 მილიონი ევრო სახელდება.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ ლა ლიგის ბოლო ტურში სევილიაში „ბეტისის“ წინააღმდეგ ითამაშებს და შეეცდება უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეინარჩუნოს. „ღამურებს“ წაგების უფლება აღარ აქვთ.

37 ტურის შემდეგ „ვალენსიას“ 41 ქულა აქვს და გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულა აშორებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველა მატჩში კაშკაშებდა“ - სიომინი კვარას აღიარებას გამოეხმაურა
„ყველა მატჩში კაშკაშებდა“ - სიომინი კვარას აღიარებას გამოეხმაურა