კარლო ანჩელოტი, ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

ვალენსიას ქომაგებმა ანჩელოტის უჩივლეს | ცრუ ბრალდებების გაკეთებაში ადანაშაულებენ

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ გულშემატკივრებმა მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის უჩივლეს. „ღამურების“ ქომაგების გადაწყვეტილება ლა ლიგის 35-ე ტურის მატჩში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რომლის დროსაც ვინისიუს ჟუნიორს რასისტული შინაარსის შეურაცხყოფა მიაყენეს.

„პროკურატურაში ბატონ კარლო ანჩელოტიზე სარჩელი შევიდა, რომელიც რასიზმის ცრუ ბრალდებებს უკავშირდება. მან სტადიონზე მყოფ 46 000-ვე გულშემატკივარს რასისტი მას შემდეგ უწოდა, რაც ვინისიუსის ინციდენტი მოხდა და ეს მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გააკეთა.

ანჩელოტიმ რამდენიმე ცრუ ბრალდება გააჟღერა და სავარაუდოდ, მისი მიზანი ვალენსიას იმიჯისთვის და კლუბის გულშემატკივრებისთვის ზიანის მიყენება გახლდათ. არ გამოვრიცხავთ, რომ მას ცილისწამების გამოც ვუჩივლოთ“, - ნათქვამია „ვალენსიას“ მცირე აქციების მფლობელთა ასოციაციაში.

შეგახსენებთ, რომ „მესტალიაზე“ გამართული მატჩისას, „ვალენსიას“ გულშემატკივრებმა ვინისიუს ჟუნიორს რასისტული შინაარსის შეურაცხყოფა მიაყენეს და მისი მისამართით სიტყვა „მაიმუნს“ სკანდირებდნენ. მატჩის მიწურულს, ბრაზილიელსა და „ღამურების“ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და მსაჯმა „ვინის“ წითელი ბარათი უჩვენა. ვინისიუსის ეპიზოდი სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა და VAR-ის პერსონალი დასაჯა. მათ მთავარი არბიტრისთვის არ უთქვამთ, მოვლენები ზუსტად როგორ განვითარდა და ყველა რაკურსიც არ უჩვენებიათ. შედეგად, VAR-ზე მომუშავე ექვსივე არბიტრი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩას ოცნება სანაკრებო წარმატება, ლიგის მოგება და რეალში თამაშია“
„ხვიჩას ოცნება სანაკრებო წარმატება, ლიგის მოგება და რეალში თამაშია“