მესი VS რონალდუ - კრიტერიუმი, რომელშიც მესის უპირატესობა აშკარაა
მარადიული ბრძოლა მესისა და რონალდუს შორის ჯერ არ დასრულებულა.
სტატისტიკოსები ამ ორი "მონსტრის" ყველა დეტალს ითვლიან.
დრიბლინგი - ეს არის კრიტერიუმი, რომელშიც მესის უპირატესობა ძალიან დიდია.
ლა ლიგის წლევანდელი სეზონის განვლილ 3 ტურში, არგენტინელმა 5 გატანილ გოლთან ერთად, უკვე 19 დრიბლინგი გააკეთა და კიდევ 6-ის გაკეთების შემთხვევაში, კრიშტიანო რონალდუს მაჩვენებელს გაიმეორებს.
აქ ის ფაქტია აღსანიშნავი, რომ პორტუგალიელმა 25 დრიბლინგის გაკეთებას მთელი შარშანდელი სეზონი მოანდომა. მესის კი შეუძლია, ეს შედეგი საწყის რამდენიმე ტურში დააფიქსიროს.
