ხვიჩა კვარაცხელია, ბადრი კვარაცხელია
Aa
Aa

„ხვიჩას ოცნება სანაკრებო წარმატება, ლიგის მოგება და რეალში თამაშია“

ხვიჩა კვარაცხელიას მამა ბადრი კვარაცხელია Il Mattino-ს ხვიჩას ამბიციებზე, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

„ის პროფესიონალია და თავის მიზნებს სურს, რომ ეტაპობრივად მიაღწიოს. ასე რომ შედეგი მიზანი მისთვის მომდევნო მატჩია. მაგრამ მისი მთავარი მიზანი, მისი ოცნებები გახლავთ - ჩემპიონთა ლიგის მოგება, მადრიდის რეალში თამაში, საქართველოს ნაკრებთან ერთად უმაღლეს სანაკრებო ტურნრირზე მოხვედრა.

მაგრამ ახლა ის მხოლოდ რეალზე არ ფიქრობს. მის თავში ამჟამად მხოლოდ ნაპოლია. შემდეგ კი ახალი მწვრთნელით სკუდეტოსთვის ბრძოლა კვლავ დაიწყება, ასევე ჩემპიონთა ლიგამდეც და შემდეგ ვინ იცის რა იქნება. ჯერ კიდევ ბევრი გვერდია დასაწერი“.

- ამბობს ბადრი კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა მალე „ნაპოლისთან“ ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს, რომელიც 2028 წლამდე იქნება ძალაში. მისი ანაზღაურება 2.5 მილიონ ევრომდე უნდა გაიზარდოს. ასევე საბონუსე სისტემაც იმოქმედებს.

რაც შეეხება „ნაპოლის“ მისი ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა რამდენიმე დღეში უნდა გაირკვეს. ამ ეტაპზე ლუის ენრიკესა და რაფაელ ბენიტესის გვარები სახელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბენზემა: მივდივარ? ეს ინტერნეტში იწერება, ინტერნეტი კი რეალობა არაა
ბენზემა: მივდივარ? ეს ინტერნეტში იწერება, ინტერნეტი კი რეალობა არაა