ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

ჩავი: მესი დაგვეხმარება, მის დაბრუნებას 100%-ით ვეთანხმები

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ მესის დაბრუნების შესახებ ისაუბრა და მის ტრანსფერს 100%-ით მიესალმება.

„ბევრჯერ მითქვამს, რომ ბარსას კარი მისთვის ყოველთვის ღიაა. მწვრთნელი ვარ და ვიცი, რომ მოსვლას თუ გადაწყვეტს, ლეო ძალიან დაგვეხმარება.

ვფიქრობ, რომ მას მაღალ დონეზე თამაში ჯერ კიდევ შეუძლია. თუ მას ბარსაში გადასვლა სურს, რაც კატალონიელების უმეტესობას ან ყველას უნდა, განსაკუთრებით მწვრთნელს - მისთვის კარები ღიაა.

ფეხბურთის თვალსაზრისით, მესის მოსვლის სარგებლიანობაში ეჭვი არ მეპარება. ვიცი, რომ ის დაგვეხმარება. საფეხბურთო თვალსაზრისით ლეოს მოსვლა გუნდს დიდ დახმარებას გაუწევს. კონტრაქტის დეტალები მე არ მეხება და არ მაინტერესებს.

თუ მწვრთნელი უნდა დაეთანხმოს მესის მოსვლას, მაშინ მე 100%-ით ვეთანხმები“,

- განაცხადა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგა „ბარსელონას“ ეკონომიკურ გეგმას ოფიციალურად ორშაბათს დაამტკიცებს, რის შემდეგაც კატალონიელებს სატრანსფერო ბაზარზე თამამად მოქმედება შეეძლებათ. მოსალოდნელია, რომ კლუბი პირველს სწორედ მესის გაიფორმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველა დეტალი განისაზღვრა | ხვიჩა და ნაპოლი ახალ კონტრაქტს აფორმებენ
ყველა დეტალი განისაზღვრა | ხვიჩა და ნაპოლი ახალ კონტრაქტს აფორმებენ