კარიმ ბენზემა
Aa
Aa

ბენზემა: მივდივარ? ეს ინტერნეტში იწერება, ინტერნეტი კი რეალობა არაა

ბოლო 48 საათში ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის შედეგად ყველა ვარაუდობდა, რომ ბენზემა „რეალს“ დატოვებდა და კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებდა, თუმცა ცოტა ხნის წინ, სულ სხვა ცნობები გავრცელდა.

As-ი წერს, რომ ჯერ არაფერი გარკვეულა და ბენზემას ამ თემაზე ფლორენტინო პერესთან არ უსაუბრია. ასევე წყარო გამორიცხავს, რომ ქარიმმა პრეზიდენტთან საუბრის გარეშე „რეალი“ დატოვოს.

„ალ იტიჰადიდან“ ბენზემამ მხოლოდ სიტყვიერი შეთავაზება მიიღო და ფრანგი ჯერჯერობით არსად წასვლას არ აპირებს. მისი კონტრაქტი ძალაში 2024 წლამდეა და შესაძლოა ფეხბურთელმა ის ბოლომდე ამოწუროს და „სამეფო კლუბში“ კიდევ ერთი სეზონი გაატაროს.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ბენზემას კომენტარს ავრცელებს, საიდანაც აშკარად ჩანს, რომ ქარიმს ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია:

„რეალის დატოვება? ამ მომენტში მე აქ ვარ. შაბათს თამაში გვაქვს. რატომ უნდა ვისაუბრო ჩემს მომავალზე, თუ მე აქ მადრიდში ვიქნები? ისინი ამბობენ, რომ ჩემი მადრიდული კარიერა დასრულდა, მაგრამ ვინ ამბობს ამას? ეს მხოლოდ ინტერნეტში იწერება. ინტერნეტი კი რეალობა არაა“.

- ამბობს ბენზემა.

სიტუაცია შესაძლოა საუდის არაბეთიდან განხორციელებულმა ოფიციალურმა შეთავაზებამ შეცვალოს. „ალ იტიჰადი“ გეგმავს, რომ ბენზემას 200 მილიონიანი კონტრაქტი შესთავაზოს, რასაც „რეალი“ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთ ნაბიჯშია - ასენსიო პსჟ-ში გადადის
ერთ ნაბიჯშია - ასენსიო პსჟ-ში გადადის