ლა ლიგამ მწვანე შუქი აუნთო - მესი ბარსელონაში ბრუნდება
Aa
Aa

ლა ლიგამ მწვანე შუქი აუნთო - მესი ბარსელონაში ბრუნდება

შესაძლოა ორშაბათისთვის „ბარსელონას“ მესის გასაფორმებლად 100%-იანი შესაძლებლობა ჰქონდეს.

ესპანელი ჟურნალისტის ჟერარ რომეროს ცნობით, ლა ლიგამ „ბარსელონას“ აცნობა, რომ მათ ფინანსურ გეგმას მწვანე შუქი აუნთეს, რაც კატალონიელებს არგენტინელის დასაბრუნებლად სრულ შესაძლებლობას აძლევს.

ასევე დადასტურებულია, რომ მესისთვის ნომერ პირველი არჩევანი „ბარსაში“ დაბრუნებაა.

წყაროს თანახმად, ლა ლიგის ოფიციალურმა პირებმა შეისწავლეს „ბარსელონას“ ეკონომიკური გეგმა და მის დამტკიცებას ორშაბათისთვის ჩანიშნულ შეხვედრაზე გეგმავენ.

ლა ლიგის ოფიციალური პირები ლიონელ მესის მამას და აგენტს ხორხე მესის დაუკავშირდნენ და მოცდა 5 ივნისამდე ითხოვეს. მან უპასუხა, რომ ლეოს სურდა „ბარსელონასთან“ კონტრაქტი რაც შეიძლება მალე დაედო, მაგრამ ყველაფერი ასი პროცენტით კანონიერად უნდა გაკეთდეს.

ამრიგად, ორშაბათს 5 ივნისს ლა ლიგა „ბარსელონას“ გეგმას ოფიციალურად დაამტკიცებს და მალევე მესის ტრანსფერზე ოფიციალური ცნობების გავრცელებაც იქნება მოსალოდნელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარგი ამბავი - ქარსელაძე საქართველოს U19-ში გამოიძახეს
კარგი ამბავი - ქარსელაძე საქართველოს U19-ში გამოიძახეს