ევრო 2023: ნიდერლანდებმა და პორტუგალიამ შემადგენლობები დაასახელეს
21-წლამდელთა ევროპის 2023 წლის საფეხბურთო ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ (21 ივნისი-ივლისი), ფინალი კი ბათუმში გაიმართება.
როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრები საკმაოდ რთულ ჯგუფში პორტუგალიასთან, ნიდერლანდებთან და ბელგიასთან ერთად მოხვდა.
ბოლო დღეებში პორტუგალიამ და ნიდერლანდებმა ტურნირისთვის განაცხადები გამოაქვეყნეს.
რუი ჟორჟეს რჩეულთა სია ასეთია (პორტუგალია):
მეკარეები: სელტონ ბიაი (ვიტორია), ფრანსისკო მეიშედო (პორტუ), სამუელ სოარეში (ბენფიკა).
მცველები: ალექსანდრე პენეტრა (ფამალიკაო), ანდრე ამარო (ვიტორია), ბერნარდო ვიტალი (ეშტორილ პრაია), ლეონარდო ლელო (კაზა პია), ნუნო ტავარეში (მარსელი), ტომას ტავარეში (სპარტაკი), ტომას არაუხო (ჟილ ვისენტე).
ნახევარმცველები: ალფონსო სოუზა (ლეხი), დავიდ კოსტა (ლანსი), ანდრე ალმეიდა (ვალენსია), ფაბიო ვიეირა (არსენალი), ჟოაო ნევეში (ბენფიკა), ხოსე კარლოსი (ვიტორია), პაულო ბერნარდო (პაკოშ ფერეირა), სამუელ კოსტა (ალმერია), ტიაგო დანტასი (პაოკი), ვასკო სოუზა (პორტუ).
თავდამსხმელები: ფაბიო სილვა (პსვ), ფრანსისკო კონსეისაო (აიაქსი), ენრიკე არაუხო (უოტფორდი), პედრო ნეტო (ვულვერჰემპტონი), ვიტინია (მარსელი).
პორტუგალიელები ჯგუფის სამივე მატჩს თბილისში ჩაატარებენ.
ერვინ ვან დე ლოის რჩეულთა სია (ნიდერლანდები):
მეკარეები: ბარტ ვერბრუგენი (ანდერლეხტი), კიელ შხერპენი (ბრაიტონი), იასპერ სხენდელაარი (ზვოლე)
მცველები: სეპ ვან დენ ბერგი (ლივერპული), იან მაატსენი (ჩელსი), იან პოლ ვან ჰეკე (ბრაიტონი), მილან ვან ევეიკი (ჰეერენვეენი), კვილინდსი ჰარტმანი (ფეიენოორდი), დევაინ რენჩი (აიაქსი), მიკი ვან დე ვენი (ვოლფსბურგი)
ნახევარმცველები: რაიან გრავენბერხი (ბაიერნი), ლიუდოვიტ რეისი (ჰამბურგი), კენეტ ტეილორი (აიაქსი), ვაუტერ ბიურგერი (ბაზელი), იურგენ ეკელენკამპი (ანტვერპენი), სვენ მეინანსი (ალკმაარი), მილიონი მანჰოფი (ვიტესი), კვინტენ ტიმბერი (ფეიენოორდი)
თავდამსხმელები: ბრაიან ბრობი (აიაქსი), ტეის დალინგა (ტულუზი), კრისენსიო სამერვილი (ლიდსი), ელაის ტავშანი (ბრედა), ჯოშუა ზირკზე (ბოლონია).
ნიდერლანდები სამივე მატჩს თბილისში „დინამო არენაზე“ ჩაატარებს.