ბაიერნი, პსჟ
Aa
Aa

ბაიერნიდან წასვლა მოითხოვა - ერნანდესს პსჟ-სთან სიტყვიერი შეთანხმება აქვს

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ბენჟამინ პავარს „ბაიერნის“ დატოვება სურს. დღეს კი ავტორიტეტული გამოცემა Kicker წერს, რომ „რეკორდმაისტერიდან“ აბარგებას ლუკას ერნანდესი აპირებს.

წყაროს ცნობით, 1 კვირის წინ ფრანგი უკანახაზელი ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე იყო კონცენტრირებული, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა. ლუკასმა „ბაიერნის“ ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ „პარი სენ ჟერმენთან“ სიტყვიერი შეთანხმება აქვს და გუნდიდან გაშვებას ითხოვს.

ცნობისთვის, ერნანდესს გერმანულ გიგანტთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისში უმთავრდება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი მილიონის გადახდა აპირებს პსჟ.

ამ მომენტისთვის, 27 წლის ფრანგის სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მიხედვით 50 მილიონი ევრო გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენურმა გრანდმა ერნანდესი 2019 წელს 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. 2019 წლიდან დღემდე, ლუკასმა „ბაიერნის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 107-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არც სიტი, არც არსენალი - ნეიმარს მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედში სურს
არც სიტი, არც არსენალი - ნეიმარს მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედში სურს